ნინო ვარდოსანიძემ საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე დედაქალაქის მერს განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ვარდოსანიძემ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება სრულიად საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება როგორც მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნამდვილად ირჩევენ დასავლურ პრინციპებს.

ნინო ვარდოსანიძემ ყველა იმ პროექტსა და გამოწვევაზე ისაუბრა, რომელთა დიდი ნაწილი უკვე განხორციელდა, ნაწილი კი, შესრულების პროცესშია. მათ შორისაა, მზიურის პარკის ახლადშემოერთებული ტერიტორია.

„შარშან, თქვენი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჩემს გამოსვლაში იმედი გამოვთქვი, რომ მზიურის პარკის ახალი შემოერთებული ნაწილი მალე გადაიქცეოდა მწვანე ზონად, რაც, დამეთანხმებით, ძალიან უხდება და სჭირდება ჩვენს ქალაქს. შესაბამისად, დღეს თბილისს კიდევ ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ზოგადად გამწვანება, სკვერების, პარკების მოწყობა, საბავშვო სივრცეების მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. აქვე აღვნიშნავ, რომ მნიშვნელოვანია შემდგომ მათი მოვლა-პატრონობა და იმედია, ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად მოუფრთხილდებიან ამ საერთო საკუთრებას, რაზეც ბევრი ენერგია და თანხა იხარჯება“, - ასე მიმართა კახი კალაძეს საკრებულოს წევრმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო რეფორმაზე, კერძოდ, ისეთ სიახლეებზე, როგორებიცაა 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და თბილისის მეტროს ძველი ვაგონების ჩანაცვლება.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების მეტად კომფორტულ და სწრაფ მგზავრობას გულისხმობს.

ნინო ვარდოსანიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც, როგორიცაა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. მან აღნიშნა, რომ პროგრამების ნაწილი აბსოლუტური სიახლეა თბილისის მცხოვრებლებისთვის, ხოლო რიგ შემთხვევაში კი უკვე არსებულ პროგრამებზე გაიზარდა როგორც ბენეფიციართა წრე, ისე დაფინანსება.

„ყველა ასეთი პროგრამა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პრიორიტეტული და მანამ, სანამ ჩვენს მოსახლეობას მსგავსი საჭიროება ექნება, მუნიციპალიტეტმა თანხა უნდა გაიღოს“,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ნინო ვარდოსანიძე ასევე ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს შეეხო, როგორებიცაა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. მან აგრეთვე დედაქალაქში განხორციელებული რამდენიმე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის ნუცუბიძის და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე, საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობასა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე.

მისივე თქმით, პროექტების მთავარი სირთულე და სიკეთე არის ის, რომ ამ დროს სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

დასასრულს, ნინო ვარდოსანიძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„სწორედ დღეს აინთება მთავარი ნაძვის ხე. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ყველას ოჯახში არიან ბავშვები, რომლებსაც მოსწონთ და ახალისებთ ეს სილამაზე და მინდა, რომ ყველა ბავშვს ბედნიერი ახალი წელი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, რაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კუთხით საჭიროებს მხარდაჭერას და უზრუნველყოფას“. - განაცხადა საკრებულოს წევრმა და დედაქალაქის მერს წარმატებული სამუშაო წელი უსურვა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი