BTU-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმი გაფორმდა შემდეგ უწყებებთან:

  • სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ მიწოდებული საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევებისა და ანალიტიკური მასალის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ციფრული საინფორმაციო ფონდისათვის გაზიარებას. შედეგად, საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევები და ანალიტიკური მასალა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და ციფრულ საინფორმაციო ფონდში განთავსდება.

BTU-ს მიერ ინიცირებული აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ციფრული საინფორმაციო ფონდის მომხმარებლებს შორის.

საქართველოს მთავარი საინფორმაციო ფონდი GeorgiAI ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობით შეიქმნა. GeorgiAI ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდია, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების გარშემო სანდო ინფორმაციას აგენერირებს და დაინტერესებული მხარეებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. საინფორმაციო ფონდი მუდმივად განახლებადია.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმას (strategic intelligence Platform) კვლევებს აწვდის. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კონტენტის კონტრიბუტორი გახდებოდა. სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის სტანდარტის და ფორმატის შესაბამისად, პლატფორმაზე თავსდება BTU-ს მიერ მიწოდებული კვლევითი ანგარიშები, სტატიები, ანალიზი, სხვადასხვა ტიპის მაღალი ხარისხის ანალიტიკური მასალა, რომელიც შემდგომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ანალიზის და ანგარიშის საფუძველი გახდება.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა