თინათინ ნიბლოშვილი - თუ დღეს რომელიმე ქალაქს შეიძლება ვუწოდოთ ევროპული, თბილისი მათ რიგებშია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, 2023 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო და ქალაქის შესაძლებლობები გაიზარდა.

როგორც მან თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე აღნიშნა, ქალაქზე ზრუნვის პარალელურად მათ უწევდათ ესმინათ მათი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებისთვის და ამასთან, ეს განცხადებები მოეთმინათ.

„მთელი წლის მანძილზე ქალაქის განვითარების, ქალაქზე ზრუნვის პარალელურად ჩვენ გვიწევდა გვესმინა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებისთვის, გვეთმინა, როგორ გვეძახდნენ რუსეთუმე სამშობლოს მოღალატეებს, კორუმპირებულებს, გამყიდველებს; მრავლად იყო პერფორმანსებიც, ფოტოების ფრიალი, უსაგნო, უმიზნო დებატები, პროტესტი, ბოიკოტი. აკეთებდნენ ყველაფერს, რათა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ დავახლოებოდით დიდ ევროპულ ოჯახს, პარტიული და პირადი ინტერესები დააყენეს ქვეყნის ინტერესებზე წინ და ეს ხდებოდა ყველა პლატფორმაზე, მათ შორის საკრებულოში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ქალაქის შესაძლებლობები გაიზარდა, რაც გამოიხატება გარემოს დაცვის, გამწვანების, სატრანსპორტო, ურბანულ და სხვა მიმართულებებში.

მისივე თქმით, რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევას სჭირდება სინერგია, თანმიმდევრულობა, გუნდურობა და იმის შეგრძნება, რომ ეს ქალაქი ყველასია.

„არ მახსენდება ოპოზიციონერთა მხრიდან შემოთავაზებული არცერთი საგნობრივი დებატი, არცერთი იდეა ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ; არ არსებობს მათ მიერ მხარდაჭერილი არცერთი პროექტი. ამასობაში წააგეს 8 არჩევნები, პოლიტიკურად გაკოტრდნენ, დაიშალნენ, ხან მუზეუმებში გადაინაცვლეს, ხან ქუჩაში. არაფერმა იმუშავა. ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და დღეს ჩვენ წევრობის კანდიდატის სტატუსი გვაქვს. მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ჩვენი წინაპრების ოცნების ახდენა. კულტურული თვალსაზრისით საქართველო მუდამ იყო ევროპა, რაც ნიშნავს ღირსებას, ადამიანის უფლებებს, პრაგმატიზმს. სწორედ ასეთი პრაგმატიზმით შევძელით მშვიდობის შენარჩუნებაც და ასე შევძლებთ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თუ დღეს რომელიმე ქალაქს შეიძლება ვუწოდოთ ევროპული, თბილისი მათ რიგებშია, რადგან ამ მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქალაქის ადგილი სწორედ რომ არის ევროპულ ქალაქებს შორის. თბილისი არის სიცოცხლით სავსე, ევროპული დედაქალაქი“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა