ლევან არველაძე - სწორედ საქართველოს მთავრობის მრავალწლიანმა წარმატებულმა, სწორმა და პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ მოუტანა ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ, საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, თავისი გამოსვლა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მილოცვით დაიწყო და შემდეგ, დედაქალაქის მერს საინტერესო ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან არველაძემ იმ მიღწევებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელდა.

„მოგეხსენებათ, 2017 წელს დედაქალაქის ბიუჯეტი გახლდათ 820 მილიონი ლარი და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 1 მილიარდ 800 მილიონ ლარზე. აღნიშნულ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემა, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ.

წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება, ინფრასტრუქტურა და გამწვანების ღონისძიებები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში შენარჩუნებული იქნება ზრდის ის მაჩვენებელი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

საკრებულოს წევრმა სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საკითხია.

„სატრანსპორტო რეფორმა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ამ რეფორმის მთავარი მიზანია საქალაქო ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობა. რეფორმის ფარგლებში, სრულად განახლდა საქალაქო ტრანსპორტის პარკი და დღეს თბილისს 800-ზე მეტი ევროპული ტიპის ავტობუსი ემსახურება. მოდერნიზაცია ჩაუტარდა 170-ზე მეტ მეტროს ვაგონს და სრულად ჩანაცვლდა ე.წ ყვითელი „მარშრუტკები“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ გამწვანების ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში თბილისში ბევრი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, ყველა რაიონში მოხდა პარკების სრული რეაბილიტაცია და სხვადასხვა მისამართზე ახალი რეკრეაციული სივრცეები შეიქმნა.

„გამწვანების ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, თემქის ხევის პროექტი, რომელიც 24 ჰექტარზეა გადაჭიმული და მისი ღირებულება 35 მილიონ ლარზე მეტია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს დედაქალაქში იმ მწვანე კუნძულების შექმნა, რომლებიც ნამდვილად ალამაზებს ქალაქს“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

გამოსვლის დასასრულს ლევან არველაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და განაცხადა, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის მრავალწლიანმა წარმატებულმა, სწორმა და პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ მოუტანა ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„დიახ, ქართული ოცნების ხელისუფლების 12-წლიანი მმართველობის დროს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, რომელიც ამ მძიმე პერიოდში ბევრი ჩვენი არცთუ ისე შორი მეზობლისთვის, სანატრელი ოცნებაა. დღეს ქვეყანაში გვაქვს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრა 28 მილიარდი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა. დარწმუნებული ვარ, საქართველო ჩვენი გუნდის მმართველობის პერიოდში კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს და გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - აღნიშნა ლევან არველაძემ.

აღნიშნულ განცხადებას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში