საპენსიო სააგენტომ „GITI 2023“-ის ნომინაციაში „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“ გაიმარჯვა

საპენსიო სააგენტომ „GITI 2023“ - ის ნომინაციაში „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“.

„11-12 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენცია − „GITI 2023“ გაიმართა.

ღონისძიება, პირველად 2008 წლის სექტემბერში ჩატარდა. 2023 წელს, რიგით მე-13 შეხვედრას 1000-მდე მონაწილე ესწრებოდა. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ჯამში 13 ნომინაციაში ჩატარდა კონკურსი, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარადგინეს სხვადასხვა სახის პროექტები. საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ნომინაციაში „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“.

აღნიშნული ნომინაცია ფასდებოდა ორგანიზაციაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურული, პროცედურული და ტექნოლოგიური საშუალებების დანერგვის მიხედვით. ასევე, მნიშვნელობა ენიჭებოდა ნერგავს თუ არა ორგანიზაცია ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საყოველთაოდ აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტომ 2023 წლის მაისში წარმატებით გაიარა, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტის პროცესი, აიღო შესაბამისი სერტიფიკატი და დღესაც აქტიურად ზრუნავს აღნიშნული პროცესის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე