საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში  ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით მოირთო

ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რუსთავში ცენტრალური გამზირები და ქუჩები სახელმწიფო და ევროკავშირის დროშებით საზეიმოდ მოირთო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ცნობით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ საერთო სახალხო შეკრებას, მოსახლეობა რუსთავიდანაც შეუერთდა.

,,რუსთავი უერთდება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და იმ სიხარულს, რომელიც დღეს თითოეულ ქართველს გვაქვს. სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით უფასოდ ივლის ავტობუსები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი რუსთაველი შეუერთდება საერთო სახალხო ზეიმს ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თბილისში გამგზავრების მსურველთა ტრანსპორტირება რუსთავის მერიამ მუნიციპალური ავტობუსებით უზრუნველყო. დილიდან თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა