დავით ფაცაციამ  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან - კარამაის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ სუ ვეისთან, დუშანზის რაიონის მერ ლიუ ჰენგისთან, მუნიციპალური ეკონომიკური თანამშრომლობის მომსახურების ცენტრის დირექტორ ბაი ლუსთან, საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ სტივ იუსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველ, ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორ ჯემალ ფუტკარაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების მხარდაჭერასა და ჰუმანიტარული დახმარებების განხორციელებაზე ისაუბრეს.

„ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მხარდაჭერა ყველა შესაძლო მეთოდით, რაშიც ჩვენი მეგობრების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე