სალომე ზურაბიშვილი - აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს

აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს, - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მისთვის უცნობია, სიტყვით გამოსვლის საშუალებას მისცემენ თუ, არა.

„ჯერ არ ვიცი მბლოკავენ თუ არა, მე ძალიან ოპტიმისტი და იმედიანი ადამიანი ვარ, ამიტომ არ ვკარგავ იმედს.

როგორ გგონიათ, ყველაფერს არ ვკითხულობ და არ ვისმენ? არა მაქვს რეაქცია, რეაქცია არის, რომ დღეს უნდა ვიზეიმოთ, ყველა ერთად ვიყოთ, ამის ჩემი გამოხატულება არის ის, რომ აქ ვდგავარ წყნარად, სიტყვას მომცემენ - ძალიან ბედნიერი ვიქნები, არ მომცემენ სიტყვას - გავივლი ხალხთან, ეს არის და ეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რა გზავნილია მისი თავისუფლების მოედანზე მისვლა პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის, ოპოზიციისთვის, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „იგივე, რომ ჩვენ შეიძლება ვიდგეთ ერთმანეთთან, არ ვიზიარებდეთ ყველა პოლიტიკურ იდეას, მაგრამ ვიდგეთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ, მაგალითად, მე ახლა მოვუსმენ პრემიერს და ყველას, ვინც გამოვა“.

„ეს არის ევროპულობა და ეს ევროპულობა ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან, ამის ტრადიცია გვაქვს ძველი დროიდან, მერე შეიცვალა სხვადასხვა რეჟიმების დროს, მაგრამ ეს ტრადიციაც გვაქვს და უნდა დავიბრუნოთ, ამას ერქვა საქართველოში შემწყნარებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ეტყოდა ის პრემიერ-მინისტრს, უპასუხა, რომ „იქ ახლა ამის დრო არ არის და ასეთი დიალოგები შორიდან არ უნდა“.

კითხვაზე, დაპატიჟა თუ არა მან მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დადებითი პასუხი გასცა. ასევე, კითხვაზე, უარიც არ მიუღია თუ არა მისგან, ზურაბიშვილმა უპასუხა - „არა“.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო