ლევან დავითაშვილი - დღეს თითოეული ქართველი ერთად, გაერთიანებულები უნდა ვზეიმობდეთ -  მისასალმებელია თუ სალომე ზურაბიშვილიც უერთდება სახალხო ზეიმს

მისასალმებელია თუ სალომე ზურაბიშვილიც უერთდება სახალხო ზეიმს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა გაერთიანებული უნდა ზეიმობდეს.

„ეს გადაწყვეტილება არის თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს თითოეული ქართველი ერთად, გაერთიანებულები უნდა ვზეიმობდეთ. ასეც არის, დღეს აქ ყველანაირი განსხვავებული აზრის მიუხედავად ადამიანები შეიკრიბნენ ერთ იდეის გარშემო და რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე საქართველოს მოქალაქეა და რა თქმა უნდა, მისასალმებელია თუ ისიც უერთდება სახალხო ზეიმს და რა თქმა უნდა, მას მივესალმები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, საქართველომ სამართლიანად მიიღო ის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო.

„თითოეული ქართველი არის გახარებული იმიტომ, რომ ჩვენი შრომა, ჩვენი მონდომება, ჩვენი მისწრაფება დღეს დაფასდა. საქართველომ სამართლიანად მიიღო ის სტატუსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა მიეღო. საქართველომ თავისი მონდომებით, თავისი შემართებით, მათ შორის თავისი პროფესიონალური ძალისხმევით დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებდით პირნათლად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის გაწეული შრომისთვის.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელთა დამსახურებაც არის ძალიან დიდი, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რომ არა საჯარო მოხელეების მაღალი დონის პროფესიონალიზმი. მონდომება, დღე და ღამე შრომა, პროფესიონალიზმი, ჩვენ ამ შედეგამდე ვერ მივიდოდით. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება და თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ვულოცავ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს