ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, აქედან გამომდინარე, მისი ადგილი ამ ღონისძიებაზე არ იყო

სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო - აქედან გამომდინარე, მისი ადგილი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებაზე არ იყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მან უპასუხა კითხვას: თუ რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს სცენაზე ასვლის საშუალება.

გარდა ამისა, კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.

“ყველას ვულოცავ კანდიდატის სტატუსს. ხალხში ხედავთ როგორი განწყობაა - საზეიმო განწყობა. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან სერიოზულო საფუძველი, ჩვენი ვიბრძოლეთ ქვეყნის წინსვლისთვის. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დღეს ევროკავშირის ელჩს ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტყვა, მადლობა პირადად მას და ყველა ევროპელ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს