ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაეცვა ის პოზიცია, რა მანდატითაც ხალხმა აირჩია და დღეს, ისიც იდგებოდა სცენაზე

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ პერიოდის განმავლობაში უკიდურესად დესტრუქციული პოზიცია დაიკავა, ამიტომ მათ დღეს ძალიან გაუჭირდათ პარლამენტში მოსვლა და, რა თქმა უნდა, ამ ზეიმზეც შემოერთება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების ცალკე აღნიშვნას.

„იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალ დღეებში მაინც გადალახონ ეს კომპლექსი და საქართველოს შემოუერთდნენ ამ გზაზე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს საზეიმო სცენაზე იდგებოდა, მას რომ დაეცვა ის პოზიცია რა მანდატითაც ხალხმა აირჩია.

„კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს დაეცვა ის პოზიცია, რა მანდატითაც ხალხმა აირჩია და დღეს, ისიც იდგებოდა სცენაზე. პრეზიდენტმა თვითონ არ მისცა თავის თავს საშუალება სცენაზე მდგარიყო, სამწუხაროდ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება