მამუკა მდინარაძე - ყველას გილოცავთ, ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ - რაც შეეხება სააკაშვილს, ის საქართველოს მტერია

ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ , - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე განუცხადა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.

“ის ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო, ამ დროს იმსახურებს, ეს ყველაფრით დადასტურდა. ქვეყნის მტერი უნდა იყო, რომ სტატუსის არდამსახურება დააბრალო. ეს არის მარტივი ამბავი. ყველას გილოცავთ. ვულოცავ ქალბატონ სალომესაც, რომელმაც არ დაიმსახურა იყოს პრეზიდენტი, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეა და მაინც ვულოცავ. ქალი, რომელიც იწოდება საქართველოს პრეზიდენტად, ფორმალურად ამ სტატუსს ინარჩუნებს, ამბობს, რომ არც შარშან და არც წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. დღეს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა იყოს მთავარი თემა, თქვენი მხრიდან, თუ თემის გადატანის მცდელობაა, ეგ ცუდი ამბავია, ჩემი აზრით. ამის მიუხედავად გილოცავთ ყველას, - განაცხადა მამუკამ მდინარაძემ.

კითხვაზე, ულოცავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძემ ასე უპასუხა:

“ის არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის საქართველოს მტერია, პირდაპირ გეუბნებით”, - აღნიშნა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს