უკრაინის საგარეო უწყება - ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია

ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 50 მილიარდი ევროს გადაცემის თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილება არის “მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება.”

“ველით ყველა საჭირო იურიდიული პროცედურის დასრულებას 2024 წლის იანვარში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შესაბამისი დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე, უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციაზე, და ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება