ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე აინთო

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად ქალაქის ყველა საახალწლო ილუმინაცია აინთო.

ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა.

შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ქვია.

ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანათებთ ჩვენს ჯადოსნურ, ულამაზეს დედაქალაქს, ვანთებთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს და ეს არ არის უბრალოდ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის (Stefano Signoroni) და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

ჯადოსნურ შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, ⁠თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია, და ⁠მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების წამყვანები იყვნენ ლევან ხურცია და ნანიკო ხაზარაძე.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა