ნინო ჟვანია - დღეს პოზიციისა და ოპოზიციის ერთიანობა მაინც დამაკლდა - ზურა კარგად ახსნიდა რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, ესეც დამაკლდა

ის, რაც დღეს იწყება, ახალი თაობის შანსია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ნინო ჟვანიამ ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დღევანდელ საზეიმო ღონისძიებაზე და განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს აკლდა პოზიციის და ოპოზიციის ერთიანობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები უკრაინელი ხალხის თავგანწირვის ფონზე მიდის. ამ ხალხის მიმართ მადლიერების გრძნობა უნდა გამოვხატოთ.

პოზიციის და ოპოზიციის ერთიანობა მაინც დამაკლდა. არსებობს თემები, როდესაც ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. არ შეიძლება სხვადასხვა მხრიდან ხდებოდეს კომენტირება. ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომ მხარდამხარ უნდა ვიდგეთ ყველა. ამის დემონსტრირებას ზურა [ჟვანია] ყოველთვის აკეთებდა. ძალიან ხშირად ჩამოდიოდნენ და ოჯახშიც გვსტუმრობდნენ. მე თვითონ ვარ იმის მომსწრე, რომ აუცილებლად ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა შეხედულება, შეიძლება,ზურას, საერთოდ არ მოსწონდა, მაგრამ იმ მომენტში ისინი გამოხატავდნენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, მგონია, რომ ამის დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანია.

მგონია, რომ ზურა კარგად ახსნიდა რა არის და რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი. როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. ზურამ ამაზე იცოდა გასაგებად და გამჭვირვალედ საუბარი, იმისათვის, რომ ყველას კარგად გაეგო. ესეც დამაკლდა“, - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

მისივე თქმით, თავისუფლების მოედანზე, სცენაზე ოპოზიციაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

„ოპოზიციის წარმომადგენლებიც დავინახე და ვფიქრობ, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ სცენაზე“,- აღნიშნა მან.

ნინო ჟვანიას თქმით, ის, რაც დღეს იწყება, არის ახალი თაობის შანსი.

„ახალ თაობას მინდა მივულოცო და ვუთხრა, რომ ეს მათთვის არის შანსი. ის, რაც დღეს იწყება, არის ახალი თაობის შანსი. დარწმუნებული ვარ ისინი სხვანაირად დაინახავენ ამ პოლიტიკურ პროცესებს. არა ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ“ , - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში