ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ღაზაში ბრძოლებისას ისრაელის სამხედროებმა შეცდომით სამი მძევალი მოკლეს

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში 3 ისრაელელი მძევალი შეცდომით მოკლეს. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

“შეჯაიაში [ჩრდილოეთ ღაზა] ბრძოლების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეცდომით მოახდინა სამი ისრაელელი მძევლის, როგორც საფრთხის იდენტიფიცირება, შედეგად, სამხედროებმა მათი მიმართულებით გაისროლეს და მოკლეს…

ტერიტორიაზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ძიებებისა და გადამოწმებების დროს გარდაცვლილთა იდენტობებთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდა. ცხედრები ისრაელის ტერიტორიაზე გადაიტანეს შემოწმებისთვის, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ეს სამი ისრაელელი მძევალი იყო”, - განაცხადა ჰაგარიმ.

ჰაგარიმ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს ინციდენტის განხილვა.

“ისრაელის თავდაცვის ძალები ხაზს უსვამს, რომ ეს აქტიური ბრძოლების ზონაა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა. დასკვნები დაუყოვნებლივ იქნა გამოტანილი და ისინი ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა სამხედროს გადაეცა”, - განაცხადა ჰაგარიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე