დღეიდან „პეისერა ბანკი“ საქართველოს მომხმარებლები ევროპაში ევროს გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ! აღნიშნულით, „პეისერა ბანკი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს.
დღეის მდგომარეობით ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს, სხვა ქართული ბანკიდან ევროპაში ევროს გადარიცხვა საშუალოდ 25-დან 35 ევრომდე უჯდებათ და ადრესატიც თანხას ვერ იღებს მყისიერად. „პეისერა ბანკში“ საქართველოში ანგარიშის გახსნის შემდეგ კი მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ გადარიცხონ ევრო ევროპაში ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ევროპაში ტრანზაქციები მიმღებთან აისახება მყისიერად, კვირის ნებისმიერ დროს, რაც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარების საშუალებას იძლევა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღება სხვა ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.
მაგალითისთვის ხორვატიაში 2004 წელს, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან წლიურად საშუალოდ 26,3 პროცენტით იზრდებოდა და ჯამურად 2010 წლისთვის 498%-ით იყო გაზრდილი.
მონტენეგროში კი 2010 წლიდან, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან 10 წლის განმავლობაში 418% -ით გაიზარდა.
სხვა ქვეყნების გამოცდილება იმას მოწმობს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროპასთან სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაამყარებს.
ბოლო 12 თვეში ევროპასთან ტვირთბრუნვამ 4.2 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო გზავნილებმა ევროპიდან - 1.17 მილიარდი ევრო. რადგანაც მომავალ წელს ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით, „პეისერა ბანკი“ საქართველოს როლი, გაამარტივოს და მოქნილი გახადოს ევროპასთან სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები, მნიშვნელოვნად იზრდება.
„პეისერა ბანკი“ საქართველო თავის მომხმარებელს ქართულ საბანკო ანგარიშთან ერთად უხსნის ევროპულ, საერთაშორისო, საბანკო ანგარიშს. აღნიშნული კი ქართველ მომხმარებელს, როგორც იურიდიულ ასევე ფიზიკურ პირს, ერთდროულად აძლევს წვდომას ერთიანი ევრო გადახდის სისტემაზე (SEPA, SEPA INSTANT) და საქართველოს საანგარიშსწორებო სისტემაზე (RTGS).
“პეისერა ბანკი საქართველოს" გენერალური დირექტორის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს საბანკო სექტორი სრულად მიემართება ციფრული არხებისკენ, რადგან მარტივ და სწრაფ გადარიცხვებს, სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, ამ კუთხით, „პეისერა ბანკი“ უდიდეს როლს თამაშობს, რადგან ის არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომლის ანგარიშები ჩართულია ევროპის ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში, რაც იძლევა ევროპაში ევროს მყისიერი გადარიცხვების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, ეს არის დასვენების დღე, თუ სამუშაო საათების შემდგომი პერიოდი.
საქართველოში ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დავით კიკვიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ციფრული ბანკი და გამარტივებული ტრანზაქციები ვალუტაში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და „პეისერას“ გადაწყვეტილების შესახებ აღნიშნავს:
„პეისერას“ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ზოგადად, ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ბანკის და ამ შემთხვევაში „პეისერას“ არსებობა ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის არის SEPA-ს წევრი ევროკავშირში, შესაბამისად, ის უზრუნველყოფს კიდეც, რომ ტრანზაქციები ევროში იყოს გამარტივებული.”
ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის არსობრივად ერთბაშად არაფერს ცვლის, რადგან ქართული საბანკო სისტემაშიც იგივე სტანდარტები და მოთხოვნები არსებობს, რაც ევროკავშირში.
თუმცა ამავდროულად ხაზს უსვამს,რომ ევროპასთან დაახლოების გზაზე, „პეისერას“ გადაწყვეტილება აბსოლუტურად ეხმაურება იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.