გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? - ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე, უნდათ გახლიჩონ, დაყონ, დააპირისპირონ  და არა გააერთიანონ - ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ თანამშრომლობა სურთ?

იქიდან გამომდინარე, რაც გუშინ ვნახეთ, ვინმეს იოტისოდენა განცდა უჩნდება, რომ მათ [ხელისუფლებას] თანამშრომლობა სურთ? - არ აპირებენ თანამშრომლობას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ითანამშრომლებენ თუ არა ხელისუფლებასთან ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

ამ კონტექსტში ვაშაძემ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ზეიმზე ისაუბრა, სადაც ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი არ მიიწვიეს. ვაშაძის თქმით, „ეს იყო სამარცხვინო და ეს იყო „ქართული ოცნების“ სახე, რომ მათ უნდათ გახლიჩო, დაყონ, დააპირისპირონ და არა გააერთიანონ“.

„მე რომ ვიყო მათ [ხელისუფლების] ადგილზე, ყველას დავურეკავდი და ხელს გავუწვდიდი - პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს ვეტყოდი, ერთად დავდგეთ და ეროვნული ამოცანა შევასრულოთ. ასეთი საქართველო დაინახეთ გუშინ? არ აპირებენ თანამშრომლობას. ოპოზიციას კი არა, თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ გუშინ?! მე რომ მესაუბრებით თანამშრომლობაზე, მათი მხრიდან ხომ უნდა დავინახო თანამშრომლობის სურვილი?!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია კანდიდატის სტატუსთან მიმართებით“.

„განაცხადი არ შეჰქონდათ, „რუსულ კანონს“ იღებდნენ, იმპიჩმენტიც კი წამოიწყეს - ყველაფერი ეს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. რაც ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, ეს არის ქართველი ხალხის გულწრფელი ნება, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება „ქართული ოცნებისთვის“, უცებ მოირგოს მანტია, რომ გუშინ ჩალის ფასი ჰქონდა კანდიდატის სტატუსს და დღეს ძალიან მაგარია; გუშინ თურმე ომი რომ დაგეწყო, მარტო მაგ შემთხვევაში მოგცემდნენ, დღეს კი მაგარია, რომ მიიღეს. გულწრფელობა ამაში გამოიხატება. დარწმუნებული ვარ, ხალხი ბრძენია. „ქართული ოცნება“ ახალ გველის ტყავს მოირგებს, ესაა მისი სტანდარტი, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში, დაჩქარებული წესით გავატარებთ რეფორმებს და დაჩქარებული წესით გავხდებით ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი