ლევან ხაბეიშვილი საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით რონ ნერინგანს შეხვდა

„თბილისი მერიოტში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრას მართავენ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა - ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა და შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით ცხადია, რუსული პარტიის დასამარცხებლად, ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა კანონით მონიჭებულ უფლებას იმისთვის,რომ ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის გასამარჯვებლად, შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ემსახურება ერთადერთ რამეს - ”ნაციონალური მოძრაობა” „გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე,რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რონ ნერინგი ლიდერობის ინტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი და სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტია, ასევე, ის იყო ეროვნული სპიკერი 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება