ფინეთის პრემიერი - საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს - ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა

ფინეთთან საზღვარზე რუსეთის ქმედებებს შეიძლება ჰიბრიდული თავდასხმა ეწოდოს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს სწორი ტერმინია. რა თქმა უნდა, ეს ფინეთისა და ევროკავშირის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. სამწუხაროდ, საზღვრები უნდა დაიკეტოს, რადგან რუსეთმა მისი ქცევა არ შეცვალა“, - განაცხადა პეტერი ორპომ.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, იგი რუსეთთან საზღვრის შესახებ სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მზად არის.

„სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით მუდმივი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, ფინეთის მთავრობამ რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა