ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, პასუხისმგებლობას იღებს სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ პასუხისმგებლობა აიღო სამი ისრაელელი მძევლის მკვლელობაზე, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში შეცდომით მოკლეს.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაასრულა.

„ისრაელის თავდაცვის ძალები და მე, როგორც მისი მეთაური, პასუხისმგებელი ვართ მომხდარზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს. არაფერი იმაზე მეტად არ სურთ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს, როგორც მძევლების გადარჩენა. ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მისი თქმით, მძევლები პერანგის გარეშე იყვნენ, რათა ისრაელელ ჯარისკაცებს ეჭვი არ შეეტანათ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდათ და ხელში თეთრი ქსოვილი ეჭირათ, მაგრამ „დაძაბულობამ ყოველივე ზემოთქმული დაძლია“.

შეგახსენებთ, პარასკევს ცნობილი გახდა, რომ ისრაელელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში შეცდომით სამი ისრაელელი მძევალი მოკლეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე