სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სერბეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. Reuters-ი წერს, რომ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში კიდევ ოთხი წლით პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია, მმართველი სერბული პროგრესული პარტია.

პარლამენტში 250 ადგილისთვის 18 პარტია და ალიანსი იბრძვის. საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ბარიერი ხმების 3%-ია.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად დედაქალაქ ბელგრადსა და სერბეთის უმეტეს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი არჩევნებიც მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება. სახელმწიფო საარჩევნო კომისია სრულ შედეგებს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება