ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვის სანაცვლოდ არ დათმობს - რუსეთი იქნება სუვერენული, ან საერთოდ არ იარსებებს

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს.

„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა.

„ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კენჭისყრაზე გამომაქვს წინადადება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის 17 მარტს დაგეგმილ არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის დასახელების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე.

ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოთხჯერ - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში - აირჩიეს. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ მან უფლება მოიპოვა, კენჭი 2024 წლის არჩევნებშიც იყაროს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს