SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი სამიტით, გამომდინარე იქიდან რომ 2500-მდე რეგისტრაცია გვქონდა დელეგატებში, 44 ქვეყნა იყო წარმოდგენილი, აგრეთვე რეგულატორების კონფერენცია ჩატარდა ჩვენი სამიტის ფარგლებში, დაახლოებით15 ქვეყნის რეგულატორი იყო მოწვეული iGaming სექტორიდან,” - SBC Summit Tbilis-ის შესახებ, მედიასთან SMH-ის დამფუძნებლმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა.

15–16 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში,” საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის SMH-ისა და ბრიტანული კომპანია SBC-ის ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა SBC Summit Tbilisi 2026, ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური iGaming, Sports და Tech ინდუსტრიის საერთაშორისო ღონისძიება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia და Amusnet Georgia.

როგორც ლაშა მაჭავარიანმა აღნიშნა, ორდღიანმა სამიტმა 44 ქვეყნიდან 2 500-მდე მაღალი რანგის დელეგატს, 150-ზე მეტ საერთაშორისო და ქართულ კომპანიას, ინდუსტრიის ლიდერებს, ინვესტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუყარა თავი.

სამიტის ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა SBC Regulators Forum Tbilisi, რომელმაც უმასპინძლა iGaming სექტორის რეგულატორებს აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, ასევე ინდუსტრიის ლიდერებსა და ექსპერტებს. ფორუმის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გზები.

ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, სამიტის პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საგამოფენო სივრცეებსა და B2B შეხვედრებს. მონაწილეებმა იმსჯელეს iGaming-ის, სპორტის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, რეგულირების საკითხებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებზე:

“მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობთ სპორტისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ჩვენი სამიტის ფარგლებში, გვაქვს ცალკეული პანელური დისკუსიები.”

SMH-ის დამფუძნებლის თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ფერნანდო მორიენტესი, რომელიც სამიტზე მოწვეული სპიკერის სტატუსით წარდგა. მან აუდიტორიას საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ლიდერობის მნიშვნელობაზე, გამარჯვების კულტურაზე, თანამედროვე ფეხბურთის ეკოსისტემაზე ტექნოლოგიების მზარდ როლსა და სპორტისა და ბიზნესის ურთიერთკავშირზე:

“შარშან გვყავდა მოწვეულ სტუმრად ალესანდრო ნესტა, ხოლო წელს გვესტუმრა ფერნანდო მორიენტესი, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელთანაც ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა თანამედროვე ფეხბურთის ეკოსისტემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

SMH-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის თქმით, SBC Summit Tbilisi უკვე იქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უმასპინძლოს მსოფლიოს წამყვან კომპანიებსა და ექსპერტებს, გააძლიეროს ქვეყნის პოზიციები გლობალურ ინდუსტრიაში და ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესშესაძლებლობების შექმნას.

ორდღიანი ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამიტის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე, საერთაშორისო წარმომადგენლობის მასშტაბსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც SBC Summit Tbilisi 2026-მა რეგიონისა და გლობალური ბაზრის წარმომადგენლებს შესთავაზა.

SBC Summit Tbilisi 2026-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისი საერთაშორისო ბიზნესღონისძიებების მასპინძლობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა და რეგიონში iGaming, Sports და Tech ინდუსტრიების თანამშრომლობისა და განვითარების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

SBC

SMH Global

SBC Eurasia

EGT Georgia

Amusnet Georgia

Lasha Machavariani

Fernando Morientes

(R)

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია