18 დეკემბერს, 10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი სტუდენტებს შეხვდება.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმში ენმ ცენტრალურ ოფისში საკრებულოს წევრი თეკლა კავაზაშვილი დეპუტატებთან ერთად გამართავს ბრიფინგს.
თემა: ენმ-ის ინიციატივები და ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები.
მის: ბათუმი ვ. გორგასალის 28
საკ: ლია ჯაყელი 577302088
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა“.
მის: კოსტავას ქ.47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული).
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, კვლევითი ინსტიტუტი - Gnomon Wise, კვლევის პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიას გამართავს.
თემა: „როგორ შეუძლია საარჩევნო სისტემას ხელი შეუწყოს სამართლიან წარმომადგენლობაზე დაფუძნებული, კონსტიტუციურად შეზღუდული საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბებას“.
მის: კოსტავას ქ. #14
საკონტაქტო: გვანცა ნიკურაძე - 558 09 10 30,
18 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებს წარადგენს“.
მის: ჯანსუღ კახიძის #15 (საიას ოფისი)
18 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) გამართავს ბრიფინგს - ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შედეგების შეფასება: მოლოდინები და შემდეგი ნაბიჯები.
მის: ჭოველიძის ქუჩა 8-10, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისი
18 დეკემბერს 14:00 საათზე, რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად, ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.
მის: რუსთავი, მეგობრობის გამზირი #32
საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.
მის: თელავის ქ. 20
18 დეკემბერს, 14:30 საათზე, ავტოიმპორტიორები და ავტომფლობელები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციას გამართავენ.
თემა: მიეცეთ საშეღავათო პერიოდი და გადავადდეს რამდენიმე თვით მათთვის, ვისაც მანქანები გზაში ჰყავთ და ვერ ასწრებენ ჩამოყვანას 2024 წლის 1 იანვრამდე.
18 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გაიმართება კვლევის „დედობისა და მშობლის შვებულება საქართველოში (კანონმდებლობა, პრაქტიკა და რეფორმის ხედვა)“ პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია.
მის: ჭოველიძის 4ა
18 დეკემბერს, 20:00 საათზე, „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ფორუმი, სადაც არჩეული იქნება თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.
მის: წერეთლის 118, ექსპოჯორჯია 11 პავილიონი
საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08