BBC - ღაზის სექტორში ბრძოლა გრძელდება, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში

ღაზის სექტორში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, გასული დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში, - ინფორმაციას BBC- ავრცელებს.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებს 90 ადამიანი ემსხვერპლა.

ისრაელი აცხადებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, თუმცა საერთაშორისო ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტის კიდევ ერთი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა შეცდომით სამი ისრაელელი მძევლის ლიკვიდაცია მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის მოწოდების საპასუხოდ, ისრაელმა ომის დაწყების შემდეგ პირველად გახსნა ღაზას კერემ შალომის გადასასვლელი. ამ ნაბიჯის მიზანი ღაზის სექტორში მეტი რაოდენობით საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე