საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება განახორციელეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის დელეგაციამ, საქართველოსა და აშშ-ს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, აშშ-ის იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, მისი შემდგომი ხელმოწერისა და რატიფიცირების მიზნით.

მათივე ცნობით, ქართული მხრიდან ხელშეკრულების პარაფირება განახორციელა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ბრიუს შვარცმა.

„გენერალურმა პროკურორმა პარაფირების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომელთა მომზადებაში საქართველოს პროკურატურა აქტიურად მონაწილეობდა, მომავალში მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს შექმნის, რათა ორივე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლებმა ეფექტიანად გამოიძიონ დანაშაულები და დანაშაულის ჩამდენი პირების მართლმსაჯულების ორგანოთა წინაშე წარდგენა უზრუნველყონ“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!