აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში გამართულ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მინისტრმა დავით ფაცაციამ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, სოციალური კეთილდღეობის, სამოქალაქო სერვისებისა და დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

„აფხაზეთიდან დევნილთა წინაშე მდგარი ყველა გამოწვევის მოგვარება მცირე დროში ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი პირველი ამოცანა და მიზანი არის, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული ძირითადი კრიტიკული საკითხების მოგვარება.

მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვხვდებით სხვადასხვა რეგიონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენმა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ იცოდეს შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, რეგიონებში, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის წარგვედგინა ის პროექტები, რომლებიც სამინისტრომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის მიზნით განახორციელა.

სწორი და პირდაპირი კომუნიკაციის წყალობით ჩვენ შევძელით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და იმერეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების 38 ობიექტზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არაერთი აფხაზეთიდან დევნილი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით, სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით.

აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, პირველ რიგში, იმისთვის, რომ უშუალო კომუნიკაციით მივიღოთ ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ და გავაცნოთ ის შედეგები, რაც მათთან კომუნიკაციას მოჰყვა.

პრეზენტაციის დასასრულს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლების შეკითხვებს ვუპასუხე. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს მშენებლობას, ამაში კი თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და როლი მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა დავით ფაცაციამ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა