პრემიერი - 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი

2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ხოლო აღნიშნულმა რეფორმამ ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად ამოისუნთქა.

„კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი მინდა გაგიზიაროთ, 2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი მხოლოდ. წელს ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი. ეს არის წლევანდელი მონაცემი. მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი. სხვათა შორის, ეს ინიციატივაც ეკუთვნის პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა, რამაც ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რომ იტყვიან, რეალურად ამოისუნთქა და სახეზე გვაქვს ბუნებრივია შედეგი, რომელზეც ახლა გესაუბრებით.

2022 წელს საქართველოს ექსპორტმა 5.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით ეს არის 135%-იანი ზრდა. წელს იანვარ-ნოემბერში საქონლის ექსპორტი 11 პროცენტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით და შეადგინა 5.6 მილიარდი დოლარი, რაც ისტორიული, რეკორდული მაჩვენებელია და 2012 წელთან შედარებით ეს არის თითქმის 2.5-ჯერ ზრდა”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე