გაერო-ს ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში - ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებში, მარიანა კაცაროვა აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის იძულებითი გაუჩინარება შემაშფოთებელია და რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.

„დიდად შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლება არ ამჟღავნებს ბ-ნი ნავალნის ადგილსამყოფლისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც იძულებით გაუჩინარებას წარმოადგენს“, - აღნიშნულია მარიანა კაცაროვას განცხადებაში.

ცნობისთვის, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ადვოკატებს მასთან შეხვედრა 6 დეკემბრიდან აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ ნავალნი გასულ პარასკევს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში