„არემჯიში“ სამთოელის დღე 2023 აღნიშნეს

„არემჯი ჯგუფი“ აგრძელებს ტრადიციას და სამთოელის დღეს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს. სამთოელის დღის კორპორატიულ დღედ დაარსებიდან მე-5 წელს, კომპანიამ მასშტაბურად აღნიშნა პროფესიული დღე და თანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა. ინფორმაციას თავად „არემჯი“ ავრცელებს.

„მეხუთე წელია სამთოელის დღეს აღვნიშნავთ და კომპანიაში უკვე დამკვიდრდა ეს ტრადიცია. გამონაკლისი არც წელსაა და დღეს, ასეთ შესანიშნავ დღეს დავაჯილდოვეთ 7 სამთოელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ორმაგად დღესასწაულია ყველასთვის, რადგან მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, საქართველოს თითოეულის მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია“, - აცხადებს „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე.

ღონისძიება სამთოელების დაჯილდოებით გაიხსნა. წლის სამთოელის ჯილდო წელს 7 თანამშრომელს გადაეცა. საპატიო ჯილდოები სტუმრებს არემჯის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

„მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს სიურპრიზი, ძალიან გამიხარდა ძალიან ვამაყობ, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობ. და რა თქმა უნდა, ეს დაფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, - აღნიშნა წლის სამთოელმა მარინე სანიკიძემ.

წლის სამთოელების გამოვლენის შემდეგ, სტუმრების წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მოწვეულ სოლისტებთან ერთად წარსდგა ნიკოლოზ რაჭველი, ცნობილი პროექტით, „კინომუსიკის შედევრები“.

2023 წლის სამთოელები გახდნენ:

მიხეილ ჭოხონელიძე - კავკასიის სამთო ჯგუფის მთავარი გეოლოგი

მარინე სანიკიძე - მინერალოგიის ჯგუფის უფროსი

ანზორი კიპაროიძე - ექსკავატორის მემანქანე

გივი ავქოფაშვილი - სამთო სატვირთო მანქანის მძღოლი

ნანა საბიაშვილი - საოპერატორო განყოფილების უფროსი

ილია ქურდაძე - მასალების დაგეგმვისა და მონიტორინგის სპეციალისტი

ჯამბილ ტაჟიგულოვი - არემჯი აურამაინის სამთო გამონამუშევრის გამმაგრებელი

არემჯი სამთოელის დღეს 2019 წლიდან აღნიშნავს და ამ დროიდან, პროფესიული დღე კომპანიის 4000 თანამშრომელს აერთიანებს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ