ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძესთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარესთან გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია 2024 წლისთვის მზადება, რომელიც იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელიწადი.

„გვაქვს შემაჯამებელი შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, გვექნება ასევე ყველა რეგიონში. დღეს ვხვდებით ქვემო ქართლის „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებს. ხვალ გვექნება იმერეთში შეხვედრა, უახლოეს დღეებში, 28 დეკემბრამდე ჩვენ მთელ საქართველოს შემოვივლით. ცხადია, შემაჯამებელ შეხვედრებზე მინდა პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თითოეულ ლიდერს გადავუხადო მადლობა იმ ბრძოლისთვის და თავდადებისთვის, რასაც საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ხალხისთვის აკეთებენ, მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა საკრებულოებში, ადგილებზე, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. რიგ შემთხვევაში, მათ შორის ქვემო ქართლის წარმომადგენლობას ფიზიკურადაც უწევს დაპირისპირება, როცა კორუფციას ებრძვიან, როცა ხალხის ინტერესებისთვის იბრძვიან და უმნიშვნელოვანესია, რომ მოვემზადოთ 2024 წლისთვის, რომელიც იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელიწადი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში