ირაკლი ღარიბაშვილი - ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 11 წელიწადში დაიხარჯა - 14 მლრდ ლარზე მეტი

ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბოლო 11 წელიწადში დაიხარჯა - 14 მლრდ ლარზე მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა აქტიურად ავითარებს კურორტებს, ბოლო 10 წელიწადში 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით.

„ტურიზმის განვითარება დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხის განვითარებასთან. ამ მიმართულებით ჩვენს ძალისხმევაზე მხოლოდ ეს მაგალითებიც მეტყველებს: მაგალითად, ბათუმის კაპიტალურ პროექტებში, 2012 წლამდე, 485 მლნ ლარი დაიხარჯა, 8 წელიწადში, 2012 წლამდე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაიხარჯა - 14 მლრდ ლარზე მეტი: 2 მილიარდამდე ლარი ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და კერძო ინვესტიციები 12 მლრდ ლარზე მეტი განხორციელდა ბათუმში, ბოლო 11 წელიწადში, ეს შედარებისთვის.

ჩვენ რა თქმა უნდა ვავითარებთ კურორტებს, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს აბასთუმნის უნიკალური კურორტის მოწყობაზე, სადაც დასრულებულია 20-მდე ისტორიული სახლის, ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო გზის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. 2025 წელს გაიხსნება აბასთუმნის უნიკალური კურორტი, აქ სასტუმროები შენდება აქტიურად, დაახლოებით 16 სასტუმრო ვითარდება და თექვსმეტივე მზად უნდა იყოს სტუმრების მისაღებად 2025 წელს უკვე.

ბოლო 10 წელიწადში, 1436 ახალი სასტუმრო გაიხსნა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია 2013 წელთან შედარებით. შექიმნა ახალი 85 000-მდე საწოლი ადგილი მთელ ქვეყანაში და ჯამური ინვესტიცია, მინიმუმ 2 მილიარდი ლარი არის განხორციელებული ამ სექტორში.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ბუნებრივია, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობის განვითარებას. ის მეგა შოუები, რომელბიც გაიმართა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ გაგრძელდება 2024 წელს, ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს და არამხოლოდ, ტურისტებს, ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოვლენ და დაესწრებიან ამ კონცერტებს. ეს დამატებითი რეკლამაა ჩვენი ქვეყნის, დამატებითი მიზიდულობა არის ჩვენი ტურისტებისთვის, ვიზიტორებისთვის”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა