სანდრო რაქვიაშვილი - ჩვენი პრემიერი ყოველ ჯერზე გვაოცებს უნარით, როგორ შეაქოს ბიძინა ივანიშვილი, ამ ნაწილში ნამდვილად ჩემპიონები ვართ - ივანიშვილი 2008 წელს მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და ამით ამაყობდა

რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა ამით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც 2008 წლის ომსა და წინა ხელისუფლებაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

რაქვიაშვილის თქმით, 2012 წლამდე რაც ხდებოდა, ივანიშვილის წვლილიც არის და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება.

„ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოველ ჯერზე გვაოცებს უნარით, როგორ შეაქოს ბიძინა ივანიშვილი, სი ძინ პინი და მისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანები - ამ ნაწილში ნამდვილად ჩემპიონები ვართ. რაც ეხება, თუ რა მოხდებოდა ივანიშვილი რომ ყოფილიყო 2008 წელს პრეზიდენტი, რთულად წარმოსადგენია ეს, მაგრამ როგორც მახსოვს, ივანიშვილი იმ პერიოდში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა სააკაშვილთან, ეხმარებოდა რეფორმების ჩატარებაში და პირიქით, ამაყობდა, რომ ბევრი რამ, რაც გაკეთდა, მისი დამსახურება იყო. იმდენად იყო ჩართული, რომ მერე ბევრი მაღალჩინოსანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიფარა და დააწინაურა კიდეც, დაწყებული სასამართლოთი, დამთავრებული პროკურატურით და სხვადასხვა უწყებებით. ამიტომ მე მგონია, ივანიშვილის წვლილიც არის იმ ყველაფერში, რაც 2012 წლამდე მოხდა და თუ ამასაც სათანადოდ შეაფასებს ღარიბაშვილი, კარგი იქნება,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი