ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოპერაცია ხანგრძლივია და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში", იმყოფება, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ.

„ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13 საათიანი ოპერაციაა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე