პრემიერი - 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა - ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც არის ქართული ინიციატივა. 2021 წელს მე ბრიუსელში ჩავიტანე ეს პროექტი, როგორც ერთ-ერთი ფლაგმანი პროექტის სახით და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ პროექტში ჩაერთო ჩვენი მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი, მეგობარი რუმინეთი და უნგრეთი , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება საბოლოო დასკვნა სახეზე და უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი კომპანია არის გამოკვეთილი, ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი, უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე. ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა და აქაც, 51 პროცენტი იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, დანარჩენი იქნება ინვესტორის ვალდებულება, რომ შესაბამისი ინვესტიციები მოიზიდოს. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე