პრემიერი - 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის" პროექტი, ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის

ვმუშაობთ ახლა დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაზე, მათ შორის, იქნება „ხუდონჰესის" პროექტი, ოღონდ ეს იქნება შეცვლილი სახით ისე, რომ აღარ დაიტბორება არც ტაძარი, არც სოფელი და ასე ვთქვათ, მინიმალური ეფექტი ექნება ამას გარემოზე და ზოგადად რეგიონზე. პირიქით, მე ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სანიმუშო პროექტი, „ენგურჰესის" პროექტის შემდეგ, ეს იქნება მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის დარგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის.

„მოგეხსენებათ, ჩვენ 2012 წელს დაგვხვდა გასხვისებული „ხუდონჰესის" პროექტი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პროექტის გამოსყიდვა, გახდა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს აქვს განზრახული, რომ თავად დაიწყოს მშენებლობა ამ დიდი ეროვნული მნიშვნელობის ჰესის.

ასევე ვაგრძელებთ მუშაობას „ნენსკრას" განვითარების მიმართულებაზეც. დაგეგმილია 350-430 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება საქართველოში.

ახლა აქტიურად ვმუშაობთ განახლებადი ენერგიების ათვისებაზე. დღეს გაფორმებული გვაქვს 245 ხელშეკრულება; პოტენციური ელექტროსადგურების სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე იქნება 3000 მგვტ-ზე მეტი, სავარაუდო გამომუშავება დაახლოებით 13 მლრდ კვტ.სთ. ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

ჩვენ იცით, რომ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა სავალუტო ფონდთან და ჩვენს პარტნიორებთან, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც დაინერგა ახალი სქემა და ე.წ. CFD სქემა, ჩატარდა პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის; გამარჯვებული 27 კომპანია არის გამოვლენილი, ჯამური გამომუშავება შედეგად იქნება 1,100 მლრდ კვტ.სთ და მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე