მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი 2023“ თსსუ-ის თეატრის "ჰიგია" სპექტაკლმა 6 ნომინაციაში გაიმარჯვა

თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალზე „ნიღაბი - 2023“, რომელსაც ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „თეატრალური დარბაზი“ მასპინძლობს, თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრის - "ჰიგია" სპექტაკლმა "ოსვენციმი” 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.

სპეციალური ჯილდოები გადაეცათ თსსუ-ის თეატრის მსახიობებს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

ფეფე გოგნაძეს ნომინაციაში - ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი;

ბახვა გელაშვილს ნომინაციაში - მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

სალი ხუტაშვილს ნომინაციაში - ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი;

გიორგი სანიკიძეს ნომინაციაში - „ნიღაბი 2023“-ის აღმოჩენა;

ქ. თბილისის მერიის რჩეული გახდა მოლინა იოსელიანი, ხოლო „გოგი თოდაძის საპატიო პრიზი“ გადაეცა - დუდუ მოდებაძეს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, 12 დეკემბერს თსსუ-ის თეატრალურმა დასმა „ჰიგია“ წარმოადგინა სპექტაკლი „ოსვენციმი“. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული პიესა სცენაზე რეჟისორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, თეატრის ,,ჰიგია“ დამაარსებელმა - ნათია გუჯაბიძემ წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ მაყურებლისთვის და ჟიურის წევრებისთვისაც, სცენაზე გაცოცხლებული წარსული განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა. სპექტაკლის დიალოგების ტექსტის ავტორი არის თსსუ-ის სტუდენტი დუდუ მოდებაძე, მხატვარი - თსსუ-ის სტუდენტი ხვიჩა სებუა, სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს თსსუ-ის სტუდენტებმა გიორგი სანიკიძემ და სოფიო ცინცაძემ, ხოლო ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილი გახლდათ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ყველა გამარჯვებულს ულოცავს შემოქმედებით სფეროში მიღწეულ წარმატებას! ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა