პრემიერი - 2012 წლამდე აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2013 წლიდან დღემდე აშენებულია 3-ჯერ მეტი - 203 კმ მაგისტრალური გზა

2012 წლამდე აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2013 წლიდან დღემდე აშენებულია 3-ჯერ მეტი, ანუ 203 კმ მაგისტრალური გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მხოლოდ წელს გაიხსნა 37 კმ მაგისტრალური გზა.

„მოგეხსენებათ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის პროექტი. მათ შორის, წელს გაიხსნა 27 კმ-იანი მონაკვეთი რიკოთის მაგისტრალური გზის, რამაც შეამცირა მნიშვნელოვნად გადაადგილების მანძილი და დრო. ასევე გაიხსნა გრიგოლეთი-ქობულეთის 6 კმ-იანი მონაკვეთი. წელს გაიხსნა კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, კახეთის მაგისტრალის შემდგომ ფაზებზე გადავდივართ, ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დარჩენილ 30 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი. ასევე წელს დაიწყო საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც 2025 წელს დასრულდება. სამუშაოები მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბების მშენებლობის ისტორიულ პროექტზეც, მე ასე ვიტყოდი; 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბის გაყვანა სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული დანადგარით გრძელდება. გვირაბის 8 კმ უკვე გაჭრილია. ახალი მონაკვეთი 11 კმ-ით შეამცირებს ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილს და მგზავრობას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება, რომ ეს მონაკვეთი გაიაროს.

რა თქმა უნდა, დავიწყეთ ჩვენ საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე მუშაობაც. წელს მიმდინარეობდა 1 000 კმ გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება, საიდანაც სამუშაოები დასრულდა 500 კმ-ზე.

ჯამურად, ბოლო 11 წელიწადში გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 13.6 მილიარდ ლარზე მეტი; აშენდა და რეაბილიტირდა 16 000 კმ-ზე მეტი გზა. მხოლოდ წელს გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა 2 მილიარდ ლარზე მეტი. ეს არის კონკრეტული შედეგი, ბოლო 11 წლის მუშაობის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა