ილია დარჩიაშვილი - ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო შეაყენა განვითარების გზაზე , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და არსებულმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს მისცა განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობა.

„ბიძინა ივანიშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა ამ პროცესში. დღეს მისი დაარსებული პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა თანმიმდევრულად აგრძელებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, ამ ქვეყნის კეთილდღეობას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, მისი გუნდის ძალისხმევით საპარლამენტო გუნდთან ერთად საუბრობდა შედეგებზე და ეს შედეგი დამსახურებაა გუნდის, რომელიც ემსახურება ხალხს და ამ ქვეყნის კეთილდღეობას.

მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ჩვენ მეორე დღიდან დავიწყეთ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური და გახსნილი, ყველა ოპონენტს ჰქონოდა ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. იყო ჯგუფი, რომელმაც საერთოდ არ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა და უფრო მეტიც, ხელს უშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციას, ნაწილმა მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ვართ და ვიქნებით ღია ნებისმიერი იდეისთვის. ყველასთან გვაქვს თანამშრომლობის მზაობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე