გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი თავმჯდომარეობდა.

უწყების ცნობით, შესავალ სიტყვაში, კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგების განვითარების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მთავრობა ახორციელებს მთელ რიგ სტრატეგიულ პროექტებს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული ჰაბის ჩამოყალიბებისთვის. როგორც გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დარგების განვითარება წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკის დოკუმენტის - ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ვითარდება, რაც ერთგვარი გზამკვლევია მთავრობისთვის პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სტრატეგიის შესრულებაზე კოორდინაციასა და გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფას ახორციელებს უწყებათაშორისი კომისია.

„სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ მიმოიხილა 2023 წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემები. აღინიშნა, მოცემულ პერიოდში საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა 3.6%-ით და 22.8 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონტეინერო გადაზიდვები, კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 607 224 TEU, რაც 61.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომისიის სხდომაზე გაიმართა საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროექტის ფარგლებში მომზადებული რკინიგზის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციები.

კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფი. ამასთან, კომისია შეითავსებს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფციით გათვალისწინებული საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციასაც.

აღნიშნული უწყებათაშორისი კომისია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებით შეიქმნა, რომელშიც შედიან ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა