პრემიერი - რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც

ჩვენ ასევე დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შედეგად, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი.

„კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უსაფრთხოების დონის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ რეფორმის. პარლამენტში არის უკვე, მოგეხსენებათ, წარდგენილი ეს პაკეტი.

რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. ასევე დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ გვინდა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ ეს ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ჩვენმა მოქალაქეებმა იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში