ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით, პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში.

„ეხლა მინდა გადავიდე ჯანდაცვის მიმართულებით და მოკლედ შევეხები ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოებს და იმ ძირითად რეფორმებს რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2012 წლამდე მოგეხსენებათ, რომ არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვა და ასე ვთქვათ არსებობდა რაღაც პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 38 პროცენტს. ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვავითარეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა ეს რეფორმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით უკვე დაფინანსებული არის პროგრამის დაწყებიდან 3 მილიონ მოქალაქეს დაუფინანსდა 11 მილიონზე მეტი სამედიცინო შემთხვევა და 7 მილიარდი ლარი იქნა გადახდილი ბიუჯეტიდან ბოლო 11 წელიწადში, აი ეს არის კონკრეტული შედეგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე;

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდა 2023 წელს და 2024 წელში კიდევ უფრო გაიზრდება, მე მინდა შედარებისთვის გითხრათ, რომ 2012 წელს ჯიბიდან გადახდები მოქალაქეებს ქონდათ დაახლოებით 74 პროცენტამდე. 2022 წელს 30 პროცენტამდე შემცირდა მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც უკვე ავამოქმედეთ DRG მეთოდოლოგია, მოდელის ამოქმედების შემდეგ სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 10%-ამდეა შემცირებული, 74 პროცენტიდან 10 პროცენტამდე არის შემცირებული ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდები.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დავუნიშნეთ ყოველთვიური დახმარება სოციალურად დაუცველ ბავშვებს, 200 ლარიან დახმარებას იღებს 200 ათასზე მეტი ბავშვი, ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 500 მილიონ ლარამდე; მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ კიდევ ბიუჯეტის ზრდას, როგორც კი გვექნება ამისი საშუალება", - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის გატარებული ღონისძიებები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა დაასახელა, როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეფორმის, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ევროპის რეგიონში.

„მნიშვნელოვანი იყო პენსიონერთა დახმარება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პენსიონერებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, სრულად დაუფინანსდებათ მედიკამენტები და 2024 წელს, მედიკამენტები იქნება უფასო იმ პენსიონერთათვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასეთი არის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია.

რეგულირებამ მედიკამენტების 45%-ით ნაკლებ ფასად შეძენის საშუალება მისცა ჩვენს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, მნიშნელოვანი არის წამლის ხარისხის კონტროლი. ჩვენ წელს გავხსენით პირველი სახელმწიფო ლაბორატორია და კონტროლი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ამ მიმართულებითაც, რომ ჩვენს მოქალაქეებს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი მიეწოდოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამინისტრომ საზღვარგარეთ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ეს პროცესი გაგრძელდება", - განაცხადა პრემიერმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი