ირაკლი ღარიბაშვილი - 2012  წელს  სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, იანვრიდან კი  1 500 ლარს მიაღწევს - აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი

2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

„საპენსიო ფონდის თაობაზე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ განახლებული, რომ 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 4.2 მლრდ ლარი. წელს გაიზარდა ასაკობრივი პენსიები; მოსარგებლეა 830 ათასამდე პენსიონერი.

მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი.

2012 წელს პენსია იყო 125 და 140 ლარი, შედარებისთვის, აქაც მინდა გაჩვენოთ ეს კონტრასტი.

2012 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო 647 ლარი, ხოლო იანვრიდან გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა, პოლიციელების, ჯარისკაცების ხელფასების კიდევ 10%-იანი ზრდა და შედეგად 1 500 ლარს მიაღწევს საშუალო ხელფასი. აქაც, გაორმაგებულია საშუალო ხელფასი", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია