შალვა პაპუაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშით ცალსახად გამოჩნდა, თუ  რა მიღწევები აქვს საქართველოს

ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, რომელიც შეეხებოდა როგორც მიმდინარე წელს და მის შედეგებს, ასევე ათწლიანი პერიოდის შეჯამებას, პრემიერის ანგარიშით ცალსახად გამოჩნდა, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს ბოლო დეკადის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს წარმატებებით ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ამასთან პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის პრინციპით საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან შედარებითაც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება თუ ეკონომიკის განვითარება, ჩვენ ვართ პირველები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. საქართველომ შარშან პირველად გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელიც ჰქონდა ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით ექვსი, შვიდი ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ჩვენ რვა ათას ასი დოლარით დავხურავთ ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე, მშპ-ის მაჩვენებლით. ყველა კანდიდატს თუ შევადარებთ, ამით მეოთხე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ სხვა დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს. ოთხ ქვეყანას ვუსწრებთ ამ მაჩვენებლით. აქედანაც ჩანს, რამდენად დამსახურებულად მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. პრინციპში, საბოლოო სამართლიანობაზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ დღესვე შეიძლებოდა ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო