ირაკლი ყანდაშვილი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარედ, მეორე ვადით ირაკლი ყანდაშვილი იქნა არჩეული. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიატორთა ასოციაცია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 16 დეკემბერს მედიატორთა პროფესიული გაერთიანების საერთო კრება შედგა, რომელზეც მოქმედ თავმჯდომარეს მეორე ვადით, ასოციაციის კრებაზე მონაწილე წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ოთხი წლის ვადით გამოეცხადა ნდობა.

ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია ნდობა, რაც კრებაზე ერთსულოვნად გამოცხადდა კოლეგა მედიატორების მხრიდან, რაც, მისი თქმით, დიდი პასუხისმგებლობაა.

“მიხარია, რომ პროფესია პოზიტიურად აფასებს განვლილ ოთხ წელს და ჩვენ ერთიანი გუნდური მიდგომით ვაგრძელებთ მედიაციის ინსტიტუციურ დანერგვა-განვითარებას საქართველოში“, - აცხადებს ასოციაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს