19 დეკემბერს, 09:15 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში მყოფ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ნენსი ფეზერთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: გულუას ქ. N10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა
19 დეკემბერს, 10:30 საათზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“
19 დეკემბერს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პანელურ დისკუსიას თემაზე: „საარსებო შემწეობა საქართველოში: სისტემის ანატომია, მიზნები და ძირითადი გამოწვევები“ გამართავს.
თემა: საარსებო შემწეობის სისტემის ფუნქციონირების საკითხებზე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევების წარდგენა და სოციალური დაცვის პოლიტიკაზე მსჯელობა სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის საჭიროებებთან კავშირში.
მის: მ. ლერმონტოვის ქ.10 (სასტუმრო „იოტა“)
საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი 577 17 30 70
19 დეკემბერს, 11:00 საათზე, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამართავენ ბრიფინგს ემიგრანტების 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.
19 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“ ანგარიშს წარადგენს.
თემა: წლის ანგარიში, მომავალი წლის გეგმები და ტარიფები,
მის: ერწოს ქ.N11
საკონტაქტო: 599726565
19 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილის, დავით დამენიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „გამკაცრებული კონტროლი ნაძვის ხეების უკანონო ჭრასა და რეალიზაციაზე – გამკაცრებული კანონმდებლობა და გაზრდილი სანქციები. რა შემთხვევაშია დასაშვები ნაძვის ხეების რეალიზაცია - მიმართვა მოქალაქეებს“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.
თემა: სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონი.
მის: გორგასლის ქ. #24.
საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01.
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას # 7
19 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი გლდანში, პენსიონერებს შეხვდება. დეპუტატი შეხვედრას იურისტების გუნდთან ერთად გამართავს და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიულ კონსულტაციას/დახმარებას გაუწევს.
მის: ხიზანიშვილის #6, მე-3 მ/რ, მე-13 კორპუსთან არსებულ სკვერში. (მე-3 და მე-5 მიკრორაიონს შორის, „ლიბერთი ბანკთან“ მდებარე სკვერი)
19 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
19 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების #2
საკონტაქტო: 599726565
19 დეკემბერს, 17:00 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიების ლიდერებთან ერთად იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდებიან.
მის: ქ. წყალტუბო, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“.
საკ: ირაკლი გაბისონია 555 602 634
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ხელოვნების მუზეუმში აფხაზეთში გამოსული პრესის (1987 წწ -1992 წწ) და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სტატიების გამოფენა გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 7
საკონტაქტო: 599 09 73 09
19 დეკემბერს, 19:30 საათზე, „ეზო“-ში კულტურის სამინისტროს არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანებული კინემატოგრაფისტები - კინემატოგრაფისთა პროფკავშირი, საპროტესტო მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“, ქართული კინოინსტიტუტი, რეჟისორ უტა ბერაიასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: შეფასდება „კინოცენტრის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის აქამდე უპრეცედენტო შემთხვევა“. „უარყოფითი რიცხვები“ კინოცენტრმა ავტორების ნებართვის გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ აჩვენა“.
მის: გერონტი ქიქოძის 16