ლოიდ ოსტინი - ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია და ჩვენი მზადყოფნა არც ერთმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს

ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა.

„ისრაელის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია და ჩვენი მზადყოფნა არც ერთმა ცალკეულმა დაჯგუფებამ ან სახელმწიფომ არ უნდა გამოსცადოს. ასე რომ, წითელ ზღვაში ჩვენ მრავალეროვნულ საზღვაო სამუშაო ჯგუფს ვხელმძღვანელობთ, რათა ნავიგაციის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი დავიცვათ“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ომი, არამედ, მრავალი თვალსაზრისით, ეს თქვენი ომიც არის, რადგან თქვენ მსოფლიოში ცივილიზაციის ძალებს ხელმძღვანელობთ. ეს არის ბრძოლა ირანის ღერძის წინააღმდეგ, ირანის ტერორიზმის ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ახლა ბაბ-ელ-მანდების სრუტის დაკეტვით იმუქრება. ეს მთელი მსოფლიოს ნავიგაციის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ ლოიდ ოსტინს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ