თინა ბოკუჩავა - კანდიდატის სტატუსი არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი - ეს არის შანსი, შევქმნათ კოალიციური მთავრობა

ევროკავშირი არ არის მილანური შოპინგი, მილანური არდადეგები კორუმპირებული, პრივილეგირებული ერთეულებისთვის. ევროკავშირი არის შანსი ყველასთვის, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლების საუკეთესო სისტემა და ხარისხიანი ჯანდაცვა , - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარტიის თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს ხელისუფლება შეცვალოს.

„გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარია თითოეული თქვენგანის - ქართველი ხალხის მონაპოვარი და სულ ტყუილად, ფუჭად ცდილობს, მიიწეროს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მონაპოვარი, რადგან ეს გამარჯვება თქვენია. ეს არის ევროკავშირის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის გამარჯვება ქართველი ხალხის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის, მათ შორის, თბილისის გამარჯვება კორუმპირებული კალაძის წინააღმდეგ, რომელიც ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ქართველი ხალხისთვის და ეს არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი. დიახ, ეს არის შანსი, რომ შევქმნათ კოალიციური მთავრობა, პროევროპული მთავრობა, რომელიც გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის, რადგან ჩვენს ქალაქს, ქვეყანას და საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ უნდა გავწევრიანდეთ და ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან მალე.

სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინაზე წინ, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ უკრაინას მივყავართ წინ. ჩვენ უნდა დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას და უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად.

ევროკავშირი არ არის მილანური შოპინგი, მილანური არდადეგები კორუმპირებული, პრივილეგირებული ერთეულებისთვის. ვროკავშირი არის შანსი ყველასთვის, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლების საუკეთესო სისტემა და ხარისხიანი ჯანდაცვა - აი, ეს არის ევროკავშირი, ეს უნდა მოვიპოვოთ ჩვენ და არა ის, რასაც ამბობს კალაძე და „რუსული ოცნება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში