ჯონ კირბი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები „ღრმად შემაშფოთებელია“

ისრაელის მიერ ლიბანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო თეთრი სახლი ღრმად შეშფოთებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე განხორციელებული თავდასხმები ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ისინი ამ კონფლიქტის ნაწილს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ტერიტორიებზე გავრცელება არ სურს.

CNN-ის ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის შეიარაღებულ ძალებზე იერიში 34-ჯერ მიიტანა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება